2026 წლის 5-7 ნოემბერს ახალგაზრდა მეცნიერმა – მონაზონმა ნინო სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XX საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელზეც წარსდგა მოხსენებით „წმიდა კოზმა იერუსალიმელის ვნების კვირის გალობანი. ახალგაზრდა მეცნიერის საკვლევი თემა შეეხებოდა წმინდა კოზმა იერუსალიმელის ვნების კვირის საგალობელთა ქართულ თარგმანებსა და სხვადასხვა პერიოდის ლიტურგიკულ ხელნაწერებში მათი რედაქციული ჩამოყალიბების საკითხს. მოხსენებაში „წმიდა კოზმა იერუსალიმელის ვნების კვირის გალობანი“ ძველი და ახალი რედაქციების კომპარატიული ანალიზის საფუძველზე განხილული იყო საგალობელთა ტექსტობრივი ცვლილებები, ახალი თარგმანების თავისებურებები და მათი მიმართება მუსიკალურ ჰანგებთან. კვლევამ წარმოაჩინა XII საუკუნიდან კოზმა იერუსალიმელის გალობათა ახალი რედაქციის ჩამოყალიბების ისტორიულ-ლიტურგიკული კონტექსტი და მისი კავშირი საქართველოში სირია-პალესტინური ლიტურგიკული ტრადიციის გავრცელების პროცესთან.
კონფერენციის პროგრამა – pdf