აქტივობები

გიორგი მთაწმინდელის სახ. გალობის უნივერსიტეტი (14-15 მაისი, 2026). საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენება: ვნების კვირის წმიდა ანდრია კრიტელის სამსაგალობელი ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში. მომხსენებელი: მონაზონი ნინო სამხარაძე

გააზიარე:

2026 წელს (14-15 მაისი) ახალგაზრდა მეცნიერმა – მონაზონმა ნინო სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციაზე, მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები (თბილისი, გიორგი მთაწმინდელი გალობის უნივერსიტეტი). კონფერეცნია მიეძღვნა ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას. დოქტორანტმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ვნების კვირის წმიდა ანდრია კრიტელის სამსაგალობელი ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში“. წარმოდგენილი კვლევა მიეძღვნა წმიდა ანდრია კრიტელის ვნების კვირის პირველი ხუთი დღის (ორშაბათი – პარასკევი) დიდი სერობის მსახურებაში ჩართულ სამსაგალობლებს და მათ როლს ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში. კვლევაში განხილულია აღნიშნული სამსაგალობლების სტრუქტურა (სამ-ოდიანი კანონი) და მათი განაწილება ვნების კვირის დღეების მიხედვით, აგრეთვე მათი თემატური და საღვთისმეტყველო თავისებურებები. კვლევა ეხება სამსაგალობლების ქართულ თარგმანებსაც, რომლებიც XI საუკუნიდან დასტურდება წმიდა გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილ მარხვანში და შემდგომი პერიოდის სხვა რედაქციებში, ვიდრე დღემდე.

კონფერენციის პროგრამა – pdf