აქტივობები

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (23 მაისი, 2026). საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენება: Service of The Bridegroom in the Georgian Liturgical Tradition. მომხსენებელი: მონაზონი ნინო სამხარაძე

გააზიარე:

2026 წელს (23 მაისი) ახალგაზრდა მეცნიერმა – მონაზონმა ნინო სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენციაზე „კულტურა და ხელოვნება თანამედროვე კონტექსტში“ (ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) და წაიკითხმა მოხსენება თემაზე: “Service of The Bridegroom” in the Georgian Liturgical Tradition. მოხსენება მიეძღვნა ვნების კვირის პირველი სამი დღის ლიტურგიკულ ციკლს.  სახელწოდება „სიძის მსახურება“ მომდინარეობს მათეს სახარებაში მოთხრობილი ათი ქალწულის იგავიდან, რომელზეც დაფუძნებულია მსახურების მთავარი საგალობელი: „აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღემესა“. „სიძე“ უფალი იესო ქრისტეს სახე-სიმბოლოა, ხოლო შუაღამეს მოსვლა — მოულოდნელობის აღმნიშვნელია და უფლის მეორედ მოსვლას უკავშირდება. კვლევაში მიმოხილულია ამ მსახურების ტექსტუალური და მუსიკალური სტრუქტურა, ჰიმნოგრაფიული, სახისმეტყველებითი, იკონოგრაფიული და ესქატოლოგიური ასპექტების მიხედვით. მოხსენებაში ნაჩვენებია, თუ როგორ ქმნის ტექსტისა და მუსიკის ორგანული ერთობა სულიერ დინამიკას, რომელიც მორწმუნეს არა მხოლოდ ქრისტეს ვნებების თაყვანისცემისათვის განაწყობს, არამედ უფლის მეორედ მოსვლის მოლოდინისაკენ მიმართავს.