აქტივობები

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (21- 22 ოქტომბერი, 2023). საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენება: ღვთისმსახურების მიღმა დარჩენილი ვნების პარასკევის საგალობელნი. მომხსენებელი: მონაზონი ნინო სამხარაძე

გააზიარე:

2023 წელს ბათუმში ჩატარდა  გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XVIII საერთაშორისო ფესტივალი და სამეცნიერო კონფერენცია. მასზე მოხსენებით გამოვიდა ახალგაზრდა მეცნიერი – მონაზონი ნინო სამხარაძე, რომელმაც წაიკითხა: „ღვთისმსახურების მიღმა დარჩენილი ვნების პარასკევის საგალობელნი“. კვლევა ეხება ვნების პარასკევის ცისკრის მსახურების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში და მისი სხვადასხვა რედაქციის ურთიერთმიმართებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წმიდა გიორგი მთაწმინდელის მარხვანის რედაქციის მიხედვით ახლადგამოცემული ორტომეულის (მარხვანი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი რედაქცია ტ. I, II, 2022 წ.) იმ საგალობლებს, რომლებიც საღვთისმსახურო პრაქტიკის  მიღმა დარჩა, თუმცა ზეპირი ტრადიციის მეშვეობით დღემდე შემოგვრჩა.