აქტივობები

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (21- 22 ოქტომბერი, 2023). საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენება: დიდი შესვლის რიტუალი და მისი მუსიკალური განსხეულება ქართული სამგალობლო ტრადიციის ჭრილში. მომხსენებელი: თამარ ჩხეიძე

გააზიარე:

2023 წელს ბათუმში ჩატარდა  გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XVIII საერთაშორისო ფესტივალი და სამეცნიერო კონფერენცია. მასზე მოხსენებით გამოვიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტისა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი თამარ ჩხეიძე.  მეცნიერმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „დიდი შესვლის რიტუალი და მისი მუსიკალური განსხეულება ქართული სამგალობლო ტრადიციის ჭრილში“. მეცნიერის კვლევა ეყრდნობა სიტყვიერი და მუსიკალური სტრუქტურების შესწავლას და მათ უერთიერთმიმართებაზე დაკვირვებას, სხვადასხვა დამწერლობის ფორმით ჩვენამდე მოღწეული „რომელნი ქერუბიმთას“ მუსიკალურ ვერსიებში. მოხსენებაში ნაჩვენებია კვლევის მეთოდოლოგიის პერსპექტიულობა, დამწერლობის სხვადასხვა სისტემის მნიშვნელობის გახსნის მიმართულებით, რასაც აადვილებს ერთ ხელნაწერში სხვადასხვა სამუსიკო დამწერლობის სისტემის თანაარსებობა.