აქტივობები

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (18-20 ოქტომბერი, 2024). საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენება: „შეხვეტილიანის“ ქართულ-ბერძნული პარალელები. მომხსენებელი: მონაზონი ნინო სამხარაძე.

გააზიარე:

2024 წელს (18-20 ოქტომბერი) ბათუმში ჩატარდა  გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIX საერთაშორისო ფესტივალი და სამეცნიერო კონფერენცია. მასზე მოხსენებით გამოვიდა ახალგაზრდა მეცნიერი –  მონაზონი ნინო სამხარაძე (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია). მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „შეხვეტილიანის” ქართულ ბერძნული პარალელები. კვლევაში წარმოდგენილია თანამედროვე პრაქტიკაში არსებული ქართული და ბერძნული ვნების პარასკევის ცისკრის მსახურების შედარებითი ანალიზის შედეგები. ტრადიციათა შორის არსებული პარალელები განხილულია ტიპიკონური, ტექსტოლოგიური და ჟანრულ-მუსიკალური ასპექტების დონეზე, რომლის საშუალებითაც დადგენილია ქართულ-ბერძნული ლიტურგიკული პრაქტიკის თანხვედრის დონეები.

კონფერენციის პროგრამა – pdf