2026 წლის 5-7 ნოემბერს გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XX საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც მოხსენებით წარდგა გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე. მეცნიერმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „თეოლოგიური საზრისიდან მუსიკალურ მოდელამდე: სტიქარონი „რომელი ედემს შინა ოდესმე“ და მისი ჰანგი ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში“. კვლევა ეძღვნება სტიქარონის ტექსტისა და ჰანგის ურთიერთმიმართების შესწავლას ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში. მოხსენებაში განხილულია საგალობლის თეოლოგიური საზრისი, ლიტურგიკული კონტექსტი და მისი ჰანგის სხვადასხვა საგალობელში მუსიკალურ მოდელად გამოყენების პრაქტიკა. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ქართული ლიტურგიკული კრებულებისა და ისტორიული წყაროების ფართო სპექტრი, მათ შორის X–XI და XVII–XVIII საუკუნეების წყაროები. ტექსტოლოგიური, ლიტურგიკული და მუსიკალურ-თეორიული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა აღნიშნული დედან-ჰანგის გამოყენების ტრადიცია, მისი გავრცელების დინამიკა და მუსიკალურ მოდელად დამკვიდრების ფაქტორები.
კონფერენციის პროგრამა – pdf