2024 წელს (18-20 ოქტომბერი) ბათუმში ჩატარდა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIX საერთაშორისო ფესტივალი და სამეცნიერო კონფერენცია. მასზე მოხსენებით გამოვიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტისა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი თამარ ჩხეიძე. მეცნიერმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „იელის იადგარი — ქართული ნევმური დამწერლობის შესწავლის ახალი წყარო“. კვლევა ეძღვნება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუცეუმში დაცულ X ს-ის უნიკალურ ქართულ ხელნაწერს, იელის იადგარს. ხელნაწერი სამეცნიერო შესაწავლის საგანი აქამდე არ გამხდარა, ასევე არაა შესწავლილი მასში წარმოდგენილი ნევმური დამწერლობის ნიშანთა სისტემა. მოხსენებაში წარმოდგენილია ნიშნების სისტემის შედარებითი კვლევის პირველი შედეგები. სამეცნიერო მიმოქცევაში ახალი წყაროს შემოსვლა ძველი სამუსიკო დამწერლობის შესწავლის მიმართულებით ახალ პერსპექტივებს სახავს.
კონფერენციის პროგრამა – pdf