2024 წლის 6-9 ივლისს ესპანეთში, ქ. გრანადაში (Universidad de Granada) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღო გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტისა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, თამარ ჩხეიძემ, რომელმაც წარადგინა მოხსება: A New Source for the Study of Georgian Unpitched Musical Notation: The 10th-Century Yale Tropologion. მოხსენებაში განხილული იყო იელის იადგარის სამუსიკო დამწერლობის სისტემის თავისებურებები და მისი მიმართება X საუკუნის ქართულ ნევმირებულ ხელნაწერთან – მიქაელ მოდრეკილის იადგართან. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია შუა საუკუნეების დამწერლობის სისტემების შესახებ, გამოითქვა სურვილი, შუა საუკუნეების ევროპული და ქართული მუსიკალური დამწერლობის კომპარატული კვლევის მიმართულების გაღრმავების შესახებ.
კონფერენციის პროგრამა – pdf