2026 წლის 3-4 ივნისს, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა რიგით მე-9 სამეცნიერო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“. იგი მიეძღვნა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. წარმოდგენილი მოხსენებების უმრავლესობა სწორედ ამ მოვლენას ეხებოდა. სიმპოზიუმზე საერთო მოხსენებით გამოვიდნენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტისა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი თამარ ჩხეიძე და ამავე კონსერვატორიის პროფესორი მარიკა ნადარეიშვილი. მათ წარადგინეს მოხსენება თემაზე: რიტორიკა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში (მესისა და ლიტურგიის კომპარატიული ანალიზი).
ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი