2024 წელს (18-20 ოქტომბერი) ბათუმში ჩატარდა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIX საერთაშორისო ფესტივალი და სამეცნიერო კონფერენცია. მასზე მოხსენებით გამოვიდა ახალგაზრდა მეცნიერი – მონაზონი ნინო სამხარაძე (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია). მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „შეხვეტილიანის” ქართულ ბერძნული პარალელები. კვლევაში წარმოდგენილია თანამედროვე პრაქტიკაში არსებული ქართული და ბერძნული ვნების პარასკევის ცისკრის მსახურების შედარებითი ანალიზის შედეგები. ტრადიციათა შორის არსებული პარალელები განხილულია ტიპიკონური, ტექსტოლოგიური და ჟანრულ-მუსიკალური ასპექტების დონეზე, რომლის საშუალებითაც დადგენილია ქართულ-ბერძნული ლიტურგიკული პრაქტიკის თანხვედრის დონეები.
კონფერენციის პროგრამა – pdf